თბილისის მერთან მოქალაქეების ყოველკვირეული შეხვედრები 14 იანვრიდან განახლდება
- Details
- By ანი სარდლიშვილი
- Hits: 61
მოქალაქეებთან ყოველკვირეული, პირისპირი შეხვედრები 25 დეკემბრიდან 13 იანვრის პერიოდში არ გაიმართება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, 2026 წლის 14 იანვრიდან მოქალაქეების მიღებას ჩვეულ რეჟიმში ისევ შეძლებს.
„ყოველ ოთხშაბათს, 16:00-დან 18:00 საათამდე გვაქვს მოქალაქეების მიღება, სადაც პირისპირ ვხვდებით მათ. ვისმენთ პრობლემურ საკითხებს, ვიღებთ გადაწყვეტილებებს. დღესაც გვექნება აღნიშნული შეხვედრა, თუმცა მომდევნო კვირიდან, საახალწლო დღესასწაულების პერიოდში, აღარ გაიმართება, 14 იანვრიდან კი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
No article in the selected categories
