საქართველოდან ყველაზე მეტი მგზავრი თურქეთისა და რუსეთის მიმართულებებზე მოდის. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2025 წელს ყველაზე მეტი 3.1 მლნ მგზავრი, რაც 36%-ია მეზობელ ქვეყნებზე მოდიოდა.
ოფიციალური სტატისტიკით, თითქმის 1.4 მლნ მგზავრი თურქეთზე მოდის, 1.1 მლნ რუსეთზე, 470 ათასი აზერბაიჯანზე, სომხეთზე კი - 53 ათასი.
28%-იანი წილი აქვს ევროკავშირის ქვეყნებს და აქ მგზავრების რაოდენობა თითქმის 2.4 მლნ-ს შეადგენს. მესამე ადგილზეა ე.წ გალფის ქვეყნები, რომელზეც მილიონზე მეტი მგზავრი მოდის.
რაც შეეხება სხვა მაჩვენებლებს, გასულ წელს საქართველოს აეროპორტები ჯამში 8 494 640 მგზავრს მოემსახურნენ. უშუალოდ აეროპორტების შემთხვევაში მგზავრები ასე ნაწილდება:
თბილისის აეროპორტი - 4 981 865 მგზავრი, წლიური ზრდა 11%-ია. სიდიდით მეორე ქუთაისის აეროპორტი 1 692 513 მგზავრს მოემსახურა, ზრდა 7%-ს შეადგენს; ბათუმის აეროპორტით, რომელიც სეზონურად მიიჩნევა 1 165 767 მგზავრმა ისარგებლა; რაც წლიურ ჭრილში 30%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
50%-ით გაიზარდა საჰაერო სატვირთო გადაზიდვებიც და ტვირთების მოცულობამ 38 578 ტონა შეადგინა.
