სად და რა მიზნით მოგზაურობდნენ ადგილობრივი ტურისტები 2025 წელს? - სტატისტიკა

2025 წელს ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 364.9 ათასი ვიზიტი თვეში) და თბილისში (საშუალოდ 357 ათასი ვიზიტი თვეში). ამის შესახებ საქსტატის ადგილობრივი ტურიზმის სტატისტიკაშია აღნიშნული.

მონახულებული რეგიონების მიხედვით ჩამონათვალში ასევე ლიდერობს აჭარა და კახეთი.

რაც შეეხება მიზნობრიობას, გასულ წელს ვიზიტების უმრავლესობა (52.3%) განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით, რომელსაც მოსდევს შოპინგი (15.7%), დასვენება, გართობა და რეკრეაცია (10.5%).