წყლის სექტორის განვითარება პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლასთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ წყლის მომავლის საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, გამართული სისტემა ნიშნავს მეტ ტურისტს, ძლიერ წარმოებას და სოფლის მეურნეობას, ჯანსაღ გარემოს ბიზნესისთვის, საბოლოოდ კი - მეტ კეთილდღეობას მოქალაქეებისთვის.
„დღევანდელი ფორუმი არის ადგილი, სადაც ჩვენ ერთად ვაყალიბებთ ამგვარი მომავლის ხედვას. აქ შეკრებილი პროფესიონალები, საერთაშორისო პარტნიორები და გადაწყვეტილების მიმღები პირები ვერთიანდებით ერთი იდეის გარშემო - წყლის რესურსის სწორი მართვა საქართველოს ძლიერებისა და განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა.
მინდა, მადლობა გადავუხადო კომპანია „აქუალიას“ პარტნიორობისთვის. ასევე, მადლობას ვუხდი ღონისძიების ორგანიზატორს - „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ და ფორუმის თითოეულ მონაწილეს. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და ჩვენი უცხოელი მეგობრების ჩართულობა ამ პროცესში წარმატების უმნიშვნელოვანესი გარანტია“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს, როგორც შავი და კასპიის ზღვების რეგიონის საკვანძო ჰაბს, აქვს პოტენციალი, გახდეს ლიდერი წყლის რესურსების სტრატეგიული მართვის მიმართულებით.
„მოხარული ვარ, რომ საქართველოში წყლის მომავლის პირველ საერთაშორისო ფორუმს ვმასპინძლობთ. წყალი ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული სიმდიდრეა. 21-ე საუკუნეში, როდესაც წყლის რესურსის ამოწურვა გლობალურ გამოწვევად იქცა, წყლის მნიშვნელობა გაცილებით უფრო დიდია - ეს არის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ჩვენი მოქალაქეების ღირსეული ცხოვრების საფუძველი. საქართველოს, როგორც შავი და კასპიის ზღვების რეგიონის საკვანძო ჰაბს, აქვს პოტენციალი, გახდეს ლიდერი წყლის რესურსების სტრატეგიული მართვის მიმართულებით. ჩვენი მიზანია, შევქმნათ მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა განკარგოს სახელმწიფომ საკუთარი ბუნებრივი რესურსი გონივრულად და სუვერენულად.
ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია არსებული გამოწვევების დაძლევა და ინფრასტრუქტურის ფუნდამენტური განახლება. ამოცანა, რომ თითოეულ ოჯახს ჰქონდეს წვდომა უსაფრთხო სასმელ წყალზე 24 საათის განმავლობაში, მოითხოვს ათასობით კილომეტრის მოძველებული მილების შეცვლას, ახალი გამწმენდი ნაგებობების მშენებლობასა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას. ეს არის მასშტაბური სამუშაო, რომელიც დიდ ძალისხმევას და დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს.
სწორედ ამიტომ, ჩვენ ვირჩევთ განვითარების პრაგმატულ გზას. ჩვენი პარტნიორობა გლობალურ ლიდერ კომპანია „აქუალიასთან“ სწორედ ამ ინტერესს ემსახურება. ეს თანამშრომლობა ჩვენი ქვეყნისთვის ხელმისაწვდომს ხდის დარგის საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას. ეს თანამშრომლობა ნიშნავს, რომ ქართული წყლის სექტორი ვითარდება ევროპული სტანდარტებით, რაც საბოლოოდ ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება.
ჩვენი მიდგომაა სამართლიანობასა და სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული სახელმწიფო ზედამხედველობა და ინვესტიციების მიმართვა სისტემის რეალური გაჯანსაღებისკენ. ჩვენ ვქმნით მყარ საფუძველს იმისთვის, რომ მომავალ თაობებს დავუტოვოთ გამართული, თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ჩვენთვის მთავარია, რომ პრობლემის გადაწყვეტის გზები ბიზნესთან ერთად გამოვნახოთ, ერთად უნდა გამოვავლინოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და ბუნებრივია, გაგრძელდება ბიზნესთან კონსულტაციები ამ საკითხზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, რაც შეეხება ფასების გრძელვადიან რეგულაციას და ალტერნატიული ქსელის განვითარებას, ხელისუფლება შეისწავლის საერთაშორისო პრაქტიკას.
„ზოგადად, დისკუსია, ვფიქრობ, საინტერესოდ წარიმართა. იმედი მაქვს, საზოგადოებამ კიდევ მეტი ინფორმაცია მიიღო იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ წარმოიქმნება სურსათის ფასები ქვეყანაში. ჩვენთვის მთავარია, რომ საბოლოო ჯამში პრობლემის გადაწყვეტის გზები ბიზნესთან ერთად გამოვნახოთ. ერთად უნდა გამოვავლინოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და ბუნებრივია, პირველ რიგში, გაგრძელდება ბიზნესთან კონსულტაციები ამ საკითხზე.
რაც შეეხება კონკრეტულ ზომებს, ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან რთული იქნება გარკვეული რეგულაციების დაწესება უშუალოდ მარკეტების რაოდენობასთან დაკავშირებით, ასეთი პრაქტიკაც არსებობს სხვადასხვა ქვეყანაში, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ალბათ რთული იქნება დღევანდელ ეტაპზე ასეთი რეგულაციების შემოღება.
რაც შეეხება ფასების გრძელვადიან რეგულაციას და ალტერნატიული ქსელის განვითარებას, ეს არის მიღებული პრაქტიკა სხვადასხვა სექტორში. ჩვენ შევისწავლით შესაბამის საერთაშორისო პრაქტიკას და თუ მივიჩნევთ, რომ ეს არის კარგი საშუალება საქართველოში გრძელვადიან პერსპექტივაში ფასების რეგულირებისთვის, რატომაც არა, ბუნებრივია, ამ ზომასაც მივმართავთ,“- განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, მთავრობა ღიაა ამ კუთხით თანამშრომლობისთვის, მათ შორის, ევროკავშირთან.
„აბსოლუტურად ღია ვართ თანამშრომლობისთვის ამ კუთხით, მათ შორის, ევროკავშირთან. ყულევი ჩვენთვის არის სტრატეგიული მნიშვნელობის პორტი. რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, თუ არის კითხვები, მზად ვართ, გავცეთ პასუხი. დავინტერესდებით საქმის დეტალებით და გვექნება კონსულტაციები, აბსოლუტურად ღია ვართ ასეთი კონსულტაციებისთვის. მზად ვართ, გვქონდეს ფაქტებზე დაფუძნებული კონსულტაციები ევროკავშირის წარმომადგენლებთან. მათ წარვუდგენთ პასუხებს ისე, როგორც ეს საჭიროა. ეს არის აქტუალური საკითხი, ჩვენთვის საინტერესო საკითხი და კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ღიაობას, გვქონდეს კონსულტაციები ევროკავშირთან თითოეულ დეტალთან დაკავშირებით. ჩვენ ვიცავთ სასანქციო რეჟიმს სათანადოდ, ეს არის ჩვენი საერთო დამოკიდებულება, რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, მზად ვართ ევროკავშირთან კონსულტაციებისთვის,“- განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სიღარიბის შემცირებაზე პირველ რიგში გავლენას ახდენს ეკონომიკური ზრდა.
„ჩვენ შარშანაც შევძელით ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება. შარშანდელი მონაცემებით 7,5% იყო ეკონომიკური ზრდა და ასეთ პირობებში ბუნებრივია, მცირდება სიღარიბე. თქვენ იცით, რომ 2012 წელს სიღარიბის მაჩვენებელი იყო 30%, ეს ნიშნავს იმას, რომ მილიონ ასი ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა 2012 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა, ახლა ეს მაჩვენებელი 2024 წლის მონაცემებით არის 9,4%. ველოდებით 2025 წლის მაჩვენებელს. ვფიქრობთ, რომ შემცირებული იქნება საერთო კრიტერიუმების მიხედვით სიღარიბის მაჩვენებელი. ჩვენი მთავარი ამოცანაა, სიღარიბის მთლიანად აღმოფხვრა, განულება ჩვენს ქვეყანაში და ვფიქრობთ, რომ ამისათვის დაგვჭირდება რამდენიმე წელიწადი იმ ტემპების გათვალისწინებით, რაც გვაქვს ეკონომიკური ზრდის კუთხით“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს იქნება ძალიან საინტერესო და მრავალფუნქციური ბანკი, რომელიც შეითავსებს რამდენიმე დღევანდელი ინსტიტუციის ფუნქციებს.
„რაც შეეხება დეტალებს, ამასთან დაკავშირებით გავაცნობთ საზოგადოებას სრულ ინფორმაციას, რა ფორმით იმუშავებს ეს ბანკი. ამასთან დაკავშირებით ფართოდ გავაცნობთ საზოგადოებას ინფორმაციას, როგორც კი დასრულდება ეს ინსტიტუცირი რეფორმა. შეიძლება მოიცვას ენერგეტიკის სექტორიც. ამასთან დაკავშირებითაც საზოგადოებას დეტალურად მოვახსენებთ მოგვიანებით. დღესაც არსებობს ენერგეტიკის განვითარების ფონდი, რა ფორმითაც მუშაობს ენერგეტიკის განვითარების ფონდი, ანალოგიური ფორმით იმუშავებს შესაბამისი ბანკიც, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ყველაფერთან დაკავშირებით საზოგადოებას გავაცნობთ ინფორმაციას მაშინ, როდესაც მიღებული იქნება კონკრეტული გადაწყვეტილებები სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
