2025 წელს 11 578 სამშენებლო ნებართვა გაიცა - კლება 4.2%-ია

საქართველოში 2025 წელს 11 578 სამშენებლო ნებართვა გაიცა, რაც წინა წელთან შედარებით 4.2%-ით ნაკლებია. ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, 11.4 მლნ მ² ფართობის შენობა ნაგებობების მშენებლობაზე, რაც წლიურად ასევე 5.3%-ით ნაკლებია.

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული მშენებლობაზე გაცემული ნებართვებისა და ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების შესახებ ინფორმაციით, ნებართვების 70%-ზე მეტი ქვეყნის 4 რეგიონზე ნაწილდება. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 46.2% ქ. თბილისზე მოდის, 10.1% — ქვემო ქართლის რეგიონზე, 9.8% — კახეთის რეგიონზე და 6.9% — აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე.

აღსანიშნავია, რომ 2025 წელს ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.