აჭარის 2026 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია

აჭარის 2026 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია. რეგიონის მთავარი ფინანსური დოკუმენტი უპრეცედენტოდ მაღალია და მილიარდ ორ მილიონ ლარს შეადგენს. იგი 93 480 000 ლარით ანუ 10,29%-ით არის გაზრდილი.

გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პროექტებისთვის 173 247 200 ლარი გამოიყოფა. 2 718 000 ლარი დაიხარჯება კურორტ გოდერძის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. 51 137 100 ლარია განსაზღვრული ე.წ "ოცნების ქალაქის" მშენებლობის მეორე ეტაპისთვის. 2026 წელს პროექტის ფარგლებში 1077 საცხოვრებელი ბინა მოეწყობა.

თანხები მოხმარდება ჯანდაცვის და განათლების სამინისტროების პროგრამებსაც. 2026 წელს 8 საჯარო სკოლის შენობისა და სპორტული დარბაზის მშენებლობა დაიწყება, რეაბილიტირდება- 81.

სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის 40 939 600 ლარი, ხოლო კულტურის სამინისტროსთვის 52 000 000 ლარი გამოიყო.