მთავარი
დონალდ ტრამპმა ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმება დადო, სავარაუდოდ, შემდეგი ინდოეთი იქნება
- Details
- By iaiaia
- Hits: 146
პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ გასულ ოთხშაბათს, თეთრ სახლში “ერთი დიდი მშვენიერი კანონისთვის” მიძღვნილ ღონისძიებაზე ყოფნისას ჩინეთთან ვაჭრობის შეთანხმებას მოაწერა ხელი. პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია რას მოიცავს ხელშეკრულება, თუმცა აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ჩინეთის “გახსნის” მიმართულებით.
ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები ჟენევაში დაიწყო და ივნისის დასაწყისში, ლონდონში გამართულ შეხვედრაზე თითქმის სრულად დამთავრდა. შეთანხმებაზე მუშაობის პროცესში შტატებმა ზოგიერთი ტარიფის მოქმედება შეაჩერა. როგორც ტრამპმა აღნიშნა, სავაჭრო ხელშეკრულება ყველა ქვეყანასთან ავტომატურად არ დაიდება. “შემდეგი, ალბათ, ინდოეთი იქნება და ჩვენ, სავარაუდოდ, ძალიან დიდი შეთანხმებას მივაღწევთ”, - განაცხადა მან.
ოთხშაბათს გამართულ ღონისძიებაზე პრეზიდენტმა თავი საშინაო პოლიტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ “ერთი დიდი მშვენიერი კანონის” მიღება უზრუნველყოფს საზღვრების დაცულობას, ეკონომიკის გაძლიერებას და ამერიკული ოცნების გაცოცხლებას. მან არაერთხელ ახსენა 4 ივლისი, როგორც სავარაუდო თარიღი, როცა კანონპროექტი დამტკიცდება.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ტარიფების დახმარებით ქვეყნის ბიუჯეტში დამატებით $88 მილიარდი დოლარი შევიდა. მან ეს ამბავი ნამდვილ გამარჯვებად შეაფასა. შტატების პრეზიდენტი პოზიტიურად აფასებს წამყვან სახელმწიფოებთან სავაჭრო შეთანხმების დადების პროცესს და იმედს იტოვებს, რომ ჩინეთის შემდეგ სხვა ქვეყნებთან, მათ შორის, ინდოეთთანაც მოახერხებს ხელშეკრულების გაფორმებას.
