ვატიკანში რომის ახალი პაპის ინაუგურაცია მიმდინარეობს

ვატიკანში რომის ახალი პაპის, ლეო XIV ინაუგურაციის ცერემონია დაიწყო.

ინაუგურაციის შემდეგ რომის პაპი უფლებამოსილების განხორციელებას ოფიციალურად შეუდგება. სააგენტოს ცნობით, ინაუგურაციიდან სამი დღის შედეგ ლეო XIV პილიგრიმებთან ოფიციალური აუდიენცია ექნება.

შეგახსენებთ, რომ კარდინალების კონკლავმა 8 მაისს ამერიკელი კარდინალი რობერტ ფრენსის პრევო რომის პაპად აირჩია, რომელსაც სახელად ლეო XIV ეწოდა.

რომის პაპი ფრანცისკე 21 აპრილს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფრანცისკე კათოლიკურ ეკლესიას 2013 წლიდან მართავდა. ის 26 აპრილს რომში დაკრძალეს.