პუტინის ცინიკური ქცევის ფონზე, მჯერა, რომ დონალდ ტრამპი აშშ-ის მიმართ ნდობის უზრუნველყოფისთვის რეაგირებას მოახდენს - მაკრონი

პუტინის ცინიკური ქცევის ფონზე, მჯერა, დონალდ ტრამპი აშშ-ის მიმართ ნდობის უზრუნველყოფისთვის ამაზე რეაგირებას მოახდენს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა:

„პრეზიდენტ პუტინის ცინიკური ქცევის ფონზე, მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი ტრამპი აშშ-ის მიმართ ნდობის უზრუნველყოფისთვის ამაზე რეაგირებას მოახდენს. ის ამერიკელმა ხალხმა აირჩია. ის მოვიდა თანამდებობაზე კეთილშობილური მიზნით, მშვიდობის უზრუნველსაყოფად. პუტინმა და მისმა არმიამ არ გამოიჩინეს პატივისცემა ცეცხლის შეწყვეტის წინადადებების მიმართ, რომლებიც, შეგახსენებთ, ამერიკული ინიციატივა იყო“