მთავარი
მოლაპარაკებებში გარღვევა არ იქნება, ვიდრე ტრამპი პუტინს არ შეხვდება - მარკო რუბიო
- Details
- By rusa
- Hits: 96
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მიმართ დიდი მოლოდინი არ აქვს.
„ჩემი შეფასებით, არ მგონია, რომ აქ [მოლაპარაკებებში] რაიმე გარღვევა გვექნება, სანამ პრეზიდენტი [ტრამპი] და პრეზიდენტი პუტინი ამ თემაზე პირდაპირ არ იურთიერთებენ“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
„იმედი მაქვს, ვცდები. იმედი მაქვს, 100%-ით ვცდები. იმედი მაქვს, ხვალ ახალ ამბებში იტყვიან, რომ ისინი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. მაგრამ ეს ჩემი შეფასება არ არის“, - დასძინა მან.
