პატრიარქობის სამი კანდიდატი ცნობილია
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 107
სინოდის წევრებმა პატრიარქობის სამი კანდიდატი აირჩიეს. როგორც სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს კანდიდატები არიან - საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი, მეუფე იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი.
ჯაღმაიძის ინფორმაციით, 20 ხმა მიიღო მეუფე შიომ, დანარჩენმა კანდიდატებმა კი - 7-7 ხმა.
გაფართოებულ კრებაზე, რომელიც 17 მაისამდე დაინიშნება, სწორედ დღეს არჩეული კანდიდატებიდან სინოდი საქართველოს 142-ე პატრიარქს გამოავლენს. თუ გაფართოებულ კრებაზე კანდიდატებიდან ვერც ერთი ვერ მოიპოვებს ხმათა უმრავლესობას, გაიმართება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობას ხმათა უმრავლესობის მქონე ორი კანდიდატი მიიღებს.
ანდრია ჯაღმაიძის განმარტებით,კრიტერიუმების თანახმად პატრიარქი უნდა იყოს ქართველი, უნდა იყოს ბერი, სინოდის წევრი, უნდა ჰქონდეს განათლება, შესრულებული უნდა ჰქონდეს 40 წელი და იყოს არაუმეტეს 70 წლის.
