"არ გადაიხადოთ სავიზო დეპოზიტი წინასწარ" - აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 52
"არ გადაიხადოთ სავიზო დეპოზიტი წინასწარ!" - განცხადებას ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.
"სავიზო დეპოზიტის წინასწარ გადახდა არ არის ვიზის მიღების გარანტია! ინტერვიუს შემდეგ, საკონსულო ოფიცერი თავად მოგცემთ PAY.GOV-ის ზუსტ ბმულს და გადახდის ინსტრუქციას", - წერს საელჩო.
შეგახსენებთ, რომ 2026 წლის 2 აპრილიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის აშშ-ის ვიზების გაცემის წესი შეიცვალა, რადგან ქვეყანა "სავიზო დეპოზიტის საპილოტე პროგრამაში" შევიდა. ახალი წესით, ტურისტული და ბიზნეს (B1/B2) ვიზები 10-წლიანი ვადის ნაცვლად, 3-თვიანი იქნება.
აპლიკანტებს ვიზის მისაღებად, 5 000–დან 15 000 დოლარამდე ფინანსური გარანტიის, იგივე დეპოზიტის წარდგენა ევალებათ, თანხის ზუსტ ოდენობას კი საკონსულო ოფიცერი განსაზღვრავს. თანხა ბრუნდება, თუ ვიზიტორი აშშ-ს დროულად დატოვებს, ხოლო ვადის გადაცილების ან სტატუსის შეცვლის შემთხვევაში სახელმწიფო იტოვებს.
