ობსერვატორიის მეცნიერს და სჯსუს-ს ლექტორს, NASA-ს ჯილდო გადაეცა
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 81
"სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის" ლექტორს და ობსერვატორიის მეცნიერს, რაგული ინასარიძეს, აშშ-ს აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის ეროვნული ადმინისტრაციის ჯგუფური მიღწევის ჯილდო (NASA Group Achievement Award) გადაეცა, - ინფორმაციას სჯსუ - ავრცელებს.
ასევე, NASA-ს ჯილდო, გადაეცა ობსერვატორიის მეცნიერს, ვოვა აივაზიანს.
"მეცნიერები მონაწილეობდნენ საერთაშორისო დაკვირვებით კოლაბორაციაში DART Period Change Determination Team, რომელიც განხორციელდა NASA-ს პლანეტარული დაცვის პროგრამის ფარგლებში, კოსმოსური აპარატის კინეტიკური შეჯახების შედეგად ასტეროიდის ორბიტული მოძრაობის ცვლილების შესწავლის მიზნით," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
