წელს ჰაერის ხარისხის მონიტორინგი 48 ქალაქში ჩატარდება - გარემოს ეროვნული სააგენტო
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 44
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შეფასების მიზნით ინდიკატორული გაზომვების მორიგი ეტაპი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ჰაერის ხარისხის მონიტორინგი 48 ქალაქში ჩატარდება.
კერძოდ, როგორც უწყების მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი, ინდიკატორული მონიტორინგის ქსელი ეტაპობრივად ფართოვდება; გასულ წელს გაზომვები 32 ქალაქში ჩატარდა, ხოლო მიმდინარე წელს მონიტორინგი უკვე 48 ქალაქს და დასახლებულ პუნქტს მოიცავს.
ინდიკატორული გაზომვების დროს ისაზღვრება აზოტის დიოქსიდის, ბენზოლისა და ოზონის კონცენტრაციები. ანალიზები ხორციელდება აკრედიტებულ ლაბორატორიაში.
ინდიკატორული გაზომვები წელიწადში ოთხ ეტაპად - მარტში, ივნისში, სექტემბერსა და ნოემბერში, სხვადასხვა ლოკაციაზე ხორციელდება.
ქვეყნის მასშტაბით ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგი თბილისში, რუსთავში, ბათუმში, ქუთაისში, თელავში, ახალციხეში, მესტიასა და ზუგდიდში ავტომატური სადგურების საშუალებით ხორციელდება.
