რუსეთი თურქულათი დაავადებულ ხორცს ექსპორტზე გზავნის - როგორ კონტროლდება პროდუქცია საქართველოში
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 82
რუსეთის რამდენიმე რეგიონში ცხოველთა ინფექციური დაავადებების არსებობის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ რეგიონში სურსათის უსაფრთხოების საკითხი აქტუალური გახადა. გავრცელებული ცნობების მიხედვით, ათასობით პირუტყვი დაიხოცა, რის გამოც გარკვეულმა ქვეყნებმა რუსეთის დაზარალებული რეგიონებიდან ხორცის იმპორტზე შეზღუდვები დააწესეს.
ამ ფონზე, საზოგადოებაშიც გაჩნდა კითხვა – რამდენად უსაფრთხოა საქართველოში შემოტანილი ხორცი და როგორ კონტროლდება იმპორტი.
რა ხდება რუსეთში
რუსეთის რამდენიმე რეგიონში დაფიქსირდა ცხოველთა დაავადებების გავრცელების შემთხვევები, რის გამოც ადგილობრივმა ხელისუფლებამ ფერმებში მასობრივი დახოცვის გადაწყვეტილებაც მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია ისეთ დაავადებებზე, როგორიცაა ცოფი და სხვა ინფექციები, თუმცა ექსპერტების ნაწილი ვარაუდობს, რომ შესაძლოა საქმე თურქულას შემთხვევებსაც ეხებოდეს.
თურქულა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად გავრცელებადი დაავადებაა პირუტყვში და მისი გამოვლენის შემთხვევაში ხშირად აუცილებელი ხდება მთელი ფერმის პირუტყვის განადგურება, რათა დაავადება არ გავრცელდეს.
საფრთხის გამო რამდენიმე ქვეყანამ უკვე გადადგა პრევენციული ნაბიჯები. გავრცელებული ინფორმაციით, ბელარუსმა და ყაზახეთმა რუსეთის გარკვეული რეგიონებიდან ხორცისა და ცოცხალი ცხოველების იმპორტი დროებით შეზღუდეს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს განმარტება
„ვერსია“ სურსათის ეროვნულ სააგენტოს დაუკავშირდა, მათი განცხადებით, ქვეყანაში ხორცის იმპორტი მკაცრ კონტროლს ექვემდებარება.
სააგენტოს ინფორმაციით:
იმპორტი დასაშვებია მხოლოდ იმ ქვეყნებიდან, რომლებიც საერთაშორისო ვეტერინარულ სტანდარტებს აკმაყოფილებენ;
