ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამა კვლავ 2-წლიანი იქნება - მინისტრმა ბრძანება შეცვალა
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 74
ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამა კვლავ 2-წლიანი იქნება. შესაბამისი ბრძანება განათლების მინისტრმა 23 მარტს გამოსცა.
მანამდე ფსიქოლოგია იმ პროგრამებს შორის იყო, რომელთა ხანგრძლივობაც რეფორმის ფარგლებში 1 წლამდე შემცირდა. შესაბამისი მიმართულების პროფესორ-მასწავლებლებმა 2-წლიანი სწავლების შენარჩუნების მოთხოვნით სამინისტროს მიმართეს.
გივი მიქანაძის ბრძანებით, შესაბამისი ცვლილება „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე კრედიტების მაქსიმალური რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ 2026 წლის 20 თებერვლის ბრძანებაში შევიდა.
აღსანიშნავია, რომ რეფორმის შედეგად ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლა 3-წლიანი ხდება, რასაც სფეროს წარმომადგენლები ასევე ნეგატიურად აფასებენ.
