სოფელ კურსებში მეწყრული პროცესების შედეგად დაზარალებულებისთვის ფონდი შეიქმნა

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებული მეწყრული პროცესების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების მხარდასაჭერად, თავად დაზარალებულებმა დააფუძნეს ფონდი, რომლის მიზანია დამეწყრილი სოფლის მოსახლეობის დახმარება და მათი საჭიროებების უზრუნველყოფა, იქამდე, სანამ სახელმწიფო ზარალს დაითვლის. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

“მეწყერმა, ტყიბულის რაიონ სოფელ კურსებში, რამდენიმე ათეული ოჯახი უსახლკაროდ დატოვა. ადამიანებმა დაკარგეს საცხოვრებელი სახლები, მიწები, მამა-პაპის საფლავები… მიწამ ჩაყლაპა წლების ნაშრომი და ჯერ კიდევ ბუნდოვანია, წინ რა გველოდება. სწორედ ამიტომ, ვქმნით ფონდს სოფლის მკვიდრი მცხოვრებლებისთვის, ვინც მეწყერში მუდმივი საცხოვრებელი დაკარგა.

ფონდში შემოსული თანხა სრულად მოხმარდება ადგილობრივ მოსახლეობას. თანხების ტრანზაქცია იქნება გამჭვირვალე და არცერთი თეთრი არ დაიკარგება. ფონდი შეიქმნა კურსების მცხოვრებლების მიერ და მიზნად ისახავს, ამ ურთულეს დროში ერთმანეთს მცირედით მაინც შევუმსუბუქოთ ტკივილი და გაჭირვება.

თანხა ჩარიცხეთ ანგარიშებზე:

საქართველოს ბანკი - #GE04BG0000000611909718

მიმღები #ხატიაბეროძე

თიბისი ბანკი - #GE42TB7118736010100046

მიმღები #ხატიაბეროძე

ხოლო დოლარი და ევრო შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშებზე

Usd #GE05TB7090545161600005

Euro #GE75TB7090545161600006

მიმღები #ანიალფაიძე

#PayPal Khatia Berodze” , - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მეწყერმა, ტყიბულის რაიონ სოფელ კურსებში, რამდენიმე ათეული ოჯახი უსახლკაროდ დატოვა. ბოლო ინფორმაციით, კურსების ორი უბნიდან 45 ოჯახია ევაკუირებული.