ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო, ირაკლი კობახიძეს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 129
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბარი გამართა.
სომხური მედიის ინფორმაციით, ნიკოლ ფაშინიანმა, სომეხი ხალხის სახელით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო, ირაკლი კობახიძეს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.
„ფაშინიანმა, სომეხი ხალხისა და პირადად მისი სახელით, კიდევ ერთხელ გამოუცხადა გულწრფელი სამძიმარი საქართველოს მთავრობას, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მოძმე ქართველ ხალხს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
სომხური მედიის ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კი, მადლობა გადაუხადა ფაშინიანს თბილი სიტყვებისა და მხარდაჭერისთვის.
მანამდე, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა.
