პატრიარქის მკურნალობაში ჯანდაცვის სამინისტრო უცხოელ სპეციალისტებს ჩართავს
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 83
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს მკურნალობაში ჯანდაცვის სამინისტრო უცხოელ სპეციალისტებს ჩართავს. ამის შესახებ ინფორმაცია კონსილიუმის წევრებმა სასულიერო პირებს მიაწოდეს.
არსებული ინფორმაციით, საქართველოში თურქი ექიმი/ექიმების ჯგუფი უკვე მოემგზავრება.
ინფორმაციას, რომ მკურნალობაში უცხოელი მედიკოსები ჩაერთვებიან, აქვს დეკანოზ თეიმურაზ თათარაშვილსაც:
"მედ-პერსონალი შეხვდა საზოგადოებას, სადაც იყვნენ, როგორც სასულიერო პირები, ისე საერო ადამიანები და განაცხადეს, რომ მდგომარეობა სამწუხაროდ არც თუ ისე სახარბიელოა, თუმცა მათ ხელთ არსებული ყველა სამედიცინო, ადამიანური რესურსი არის ჩართული ამ განკურნების სასწაულებრივი გამოსწორების ვითარებაში. მათ დაადასტურეს თავიანთ სიტყვაში, რომ ელოდებიან გავლენიან და ავტორიტეტულ ექიმს/ექიმების ჯგუფს საზღვარგარეთიდან, რომლებიც მოდიან საქართველოში, რათა მათ თავიანთი გამოცდილებით კიდევ ერთხელ შეხედონ არსებულ სიტუაციას და თავიანთი სიტყვა თქვან ამ მდგომარეობასთან დაკავშირებით.
დიახ, იქ იყო მინისტრიც და აქამდე თუ იყო საეჭვო მოდიან თუ არა, ახლა ჩვენ შეგვიძლია მათზე დაყრდნობით ვთქვათ, რომ მათ ეს თვითონვე განაცხადეს, რომ ელოდებიან, რომ ჩართონ. ეს მოხდა დაახლოებით 10-15 წუთის წინ," - აცხადებს დეკანოზი თეიმურაზი (თათარაშვილი).
