დუბაის აეროპორტმა ოპერირება დროებით შეაჩერა
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 61
დუბაის აეროპორტმა ოპერირება დროებით შეაჩერა. მიზეზი უსაფრთხოებაა. ინფორმაციას აეროპორტი აქვეყნებს.
ცნობისთვის, დუბაის აეროპორტის მახლობლად დრონების თავდასხმის გამო ხანძარი გაჩნდა, თუმცა Reuters-ის ცნობით, გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.
„დუბაის საერთაშორისო აეროპორტში, უსაფრთხოების ზომების გამო, ფრენები დროებით შეჩერებულია.
მგზავრებს ვურჩევთ, არ გაემგზავრონ აეროპორტისკენ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათ უშუალოდ დაუკავშირდება ავიაკომპანია და გამგზავრების დროს დაუდასტურებს, რადგან განრიგი შესაძლოა კვლავ შეიცვალოს.
ფრენებთან დაკავშირებული უახლესი ინფორმაციის მისაღებად მოგზაურებმა ავიაკომპანიებს პირდაპირ უნდა მიმართონ“, - ნათქვამია აეროპორტის განცხადებაში და აღნიშნულია, რომ აეროპორტის ადმინისტრაცია ფრენების შესახებ არსებულ ვითარებას განაახლებს.
Reuters-ის ცნობით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო ფრენები უქმდება, იცვლება მათი განრიგი და მარშრუტები, რადგან ახლო აღმოსავლეთის საჰაერო სივრცის უდიდესი ნაწილი სარაკეტო და დრონებით თავდასხმების საშიშროების გამო დაკეტილია. დღევანდელი ინცინდენტი დუბაის აეროპორტში უკვე მესამეა.
მიუხედავად იმისა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები და სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნები, ისევე როგორც ერაყი, იორდანია და თურქეთი, აშშ-ის სამხედრო ობიექტებს მასპინძლობენ, ირანი რაკეტებსა და დრონებს ისეთი სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ იყენებს, როგორიცაა აეროპორტები, სასტუმროები და პორტები.
„დუბაის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დრონით მომხდარმა ინციდენტმა ერთ-ერთი საწვავის ავზი დააზიანა,“ — ნათქვამია დუბაის მედია ოფისის განცხადებაში (X-ზე).
