მასკატიდან დამატებითი რეისი შესრულდა, რითიც დასრულდა საქართველოს იმ მოქალაქეთა დაბრუნება, რომელთა გამგზავრებას ავიაკომპანიები დროულად ვერ ახერხებდნენ
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 140
დღეს მასკატიდან თბილისის მიმართულებით დამატებითი სპეციალური რეისი შესრულდა, რითიც დასრულდა საქართველოს იმ მოქალაქეთა სამშობლოში დაბრუნება, რომელთა გამგზავრებას შესაბამისი ავიაკომპანიები დროულად ვერ უზრუნველყოფდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქართველოს 600-ზე მეტი მოქალაქე, ვინც მიმართა საქართველოს შესაბამის საელჩოებს საქართველოს მთავრობის სპეციალური რეისებით სარგებლობის თხოვნით, სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნდა მასკატიდან (ომანის სასულთნო) და რიადიდან (საუდის არაბეთი) განხორციელებული სპეციალური რეისით.
ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რიგი ქვეყნების საჰაერო სივრცის დახურვის გამო შექმნილი სამგზავრო შეფერხებების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, განხორციელდა ოთხი სპეციალური რეისი.
