ზაჰესი-რუსთავის მიმართულებით მოძრაობა ნაწილობრივ იზღუდება

ზაჰესი-რუსთავის მიმართულებით მოძრაობა ნაწილობრივ იზღუდება, – ამის შესახებ საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელი საავტომობილო გზის 34-ე კმ-ზე არსებული რკინიგზის გზაგამტარის სახიდე გადასასვლეზე მიმდინარეობს დაზიანებული ასფალტ-ბეტონის საფარის აღდგენის სამუშაოები. აღნიშნულის გამო ზაჰესი-რუსთავის მიმართულებით იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ნაწილობრივი შეზღუდვით“, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.