რამდენი რეისი გაუქმდა ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით თბილისის და ბათუმის აეროპორტებიდან?
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 57
ისრაელისა და აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებული დარტყმებისა და თეირანის საპასუხო ნაბიჯების ფონზე, საქართველოში ფრენების ნაწილი გაუქმდა. დღეისთვის, ავიარეისებზე შეზღუდვები თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან შესასრულებელ 16 რეისს შეეხო.
დღეს, 2 მარტს, თბილისის აეროპორტიდან ფრენები შემდეგი მიმართულებებით გაუქმდა: თბილისიდან თელ ავივის, აბუ დაბის, შარჟას და დუბაის მიმართულებით 13 რეისი, ბათუმში კი თელ ავივის მიმართულებით 3 რეისი.
რაც შეეხება ქუთაისის აეროპორტს, იქ გვითხრეს, რომ აღნიშნული მიმართულებებით რეგულარული ფრენები არ სრულდება, შესაბამისად ცვლილებები მათ რეისებს არ შეხებია.
