მლეთა-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 58
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მლეთა-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
"გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ79-კმ107 (მლეთა–კობის) მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იკრძალება ყველა სახის საგზაო მოძრაობა.
საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე, საგზაო მოძრაობა თავისუფალია", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
