ცოლი ქმარს იმიტომ დაშორდა, რომ მის SMS-ს უპასუხოდ ტოვებდა (უცხოეთი)
- Details
- By ანი სარდლიშვილი
- Hits: 27
ტაივანის ქალაქ სინჩუში სასამართლომ ქალის გადაწყვეტილება ქალის სასარგებლოდ მიიღო, რომელსაც მეუღლესთან განქორწინება სურდა. ქმარი, პროგრამა Line-ში, ცოლის გზავნილებს შეგნებულად არ აქცევდა ყურადღებას, რაც დაშორების მიზეზიც გახდა.
კაცი, 6 თვის განმავლობაში ცოლის sms-ებს კითხულობდა, თუმცა არ პასუხობდა. უპასუხოდ დარჩა ასევე წერილი, სადაც ქალი იტყობინებოდა, რომ ავარიაში მოჰყვა. მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ, კაცმა მოიწერა, რომ ძაღლი თავს კარგად გრძნობდა და რომ მისგან ელექტრონული წერილი მიიღო.
„წერილები Line-ში - ეს ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა. ის ქორწინების მდგომარეობას ასახავს, სადაც კომუნიკაციის ნაკლებობაა", - განაცხადა მოსამართლემ.
