გორსა და ხაშურში სამი არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს - შეჩერებულია საწარმოო პროცესი
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 56
სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა გორში სამი არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს. უწყების ცნობით, ობიექტები ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სავალდებულო აღიარების გარეშე ფუნქციონირებდნენ.
სააგენტოს ინფორმაციით, დარღვევები შემდეგ მისამართებზე დაფიქსირდა:
გორში გოგებაშვილის N2 (ფიზიკური პირი თ.ჩ.);
ხაშურში ყიფიანის N29 (ი.მ. ბ.კ.);
გორში გურამიშვილის ჩიხი N2 (პ.ნ.).
ინსპექტირებისას გამოიკვეთა კრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა და არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია. სააგენტოს განმარტებით, ცხოველების დაკვლა ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ხდებოდა.
გამოვლენილი დარღვევების გამო, სამივე მეწარმე დაჯარიმდა, საწარმოო პროცესი კი კანონმდებლობის შესაბამისად შეუჩერდათ.
სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ ხორცისა და ხორცპროდუქტების წარმოებისა და რეალიზაციის კონტროლი პრიორიტეტული მიმართულებაა და არალეგალური წარმოებების გამოსავლენად სახელმწიფო კონტროლი მთელი ქვეყნის მასშტაბით ყოველდღიურად ხორციელდება.
