I კლასში მოსწავლეები სარეგისტრაციო მისამართის მიხედვით ჩაირიცხებიან - ცვლილება მომავალ წელს მხოლოდ დიდ ქალაქებს შეეხება
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 62
დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი განისაზღვრება 6 წლით. როგორც „ოცნების“ მთავრობის მიერ დამტკიცებულ ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციაში წერია, ცვლილება გულისხმობს მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდება 6 წელი.
„ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ სკოლაში სწავლას იწყებენ 6 წლამდე ასაკის ბავშვები, რომელთაც შესაძლოა, არ ჰქონდეთ საკმარისი სოციო-ემოციური და ყურადღების კონცენტრაციის სათანადო დონეზე განვითარებული უნარები“, - წერია დოკუმენტში, რომელსაც ხელი ირაკლი კობახიძემ 26 იანვარს მოაწერა.
ასევე დამატებითი ცვლილება იქნება პირველკლასელთა რეგისტრაციის პროცესში. კერძოდ, საყოველთაო რეგისტრაციის ეტაპის დაწყებამდე, ბავშვის ჩარიცხვა მოხდება სარეგისტრაციო მისამართის მიხედვით. თუმცა, ეს ცვლილება 2026-2027 სასწავლო წელს, მხოლოდ დიდ ქალაქებს შეეხება.
„2026-2027 წლის პირველკლასელთა რეგისტრაციისას აღნიშნული დამატებითი ეტაპი მხოლოდ დიდ ქალაქებს შეეხება, ხოლო მომდევნო პერიოდებიდან ყველა სკოლას მოიცავს“, - წერია კონცეფციაში.
სხვა დეტალები, ჯერჯერობით უცნობია.
