უამინდობის გამო ბათუმის აეროპორტში ფრენები ვერ სრულდება
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 359
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ექვსი მიმართულებით ფრენები ვერ სრულდება. აეროპორტში მგზავრები დილიდან იმყოფებიან და გამგზავრებას ელოდებიან.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ამის მიზეზი ძლიერი ქარია.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დღეს ფრენა თურქეთისა და თელ-ავავის მიმართულებით უნდა შესრულებულიყო.
