რომელ საავტომობილო გზებზე მოიხსნა გადაადგილების შეზღუდვა?

საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი გზების ნაწილზე ინტენსიური თოვის გამო მოძრაობა იზღუდება ან იკრძალება, თუმცა დღის განმავლობაში გზებზე სხვადასხვა მიმართულებით, რამდენიმე მონაკვეთზე შეზღუდვები მოიხსნა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს:

საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზა
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე მსუბუქი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია.

ნატახტარის სატრანსპორტო კვანძი-ბორითის სატრანსპორტო კვანძის მონაკვეთი
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ28-კმ162 (ნატახტარის სატრანსპორტო კვანძი-ბორითის სატრანსპორტო კვანძი) მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის გზა
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.