3 და 4 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემა - გარემოს ეროვნული სააგენტო

3 და 4 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემა, - აღნიშნულია გაფრთხილებაში, რომელსაც გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„3 და 4 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემა. კოლხეთის დაბლობზე ზოგან ღამის ტემპერატურა შესაძლებელია -8, ხოლო შიდა ქართლში -17 გრადუსამდე დაეცეს. შესაძლოა მნიშვნელოვნად დაზიანდეს სუბტროპიკული კულტურები და ვაზის ნარგავები.

ძლიერმა ყინვებმა და ლიპყინულმა შესაძლებელია გამოიწვიოს შეზღუდვები საავტომობილო გზების და მაგისტრალების ცალკეულ მონაკვეთებზე და შემოყინულობა ელექტროგადამცემ ხაზებზე (საფრთხის დონე საშუალო)“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.