სამთო-სათხილამურო კურორტებზე მოთხილამურე პატრულები შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებთან ერთად მუშობას შეუდგნენ
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 50
სამთო-სათხილამურო კურორტებზე საზოგადოებრივი წესრიგისა და დამსვენებელთა უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველსაყოფად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოთხილამურე პატრულები შინაგან საქმეთა სამინისტროს
სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებთან ერთად გაძლიერებული რესურსით შეუდგნენ საქმიანობას.
მოთხილამურე პატრულები, სასრიალო ტრასებზე ვიზიტორებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად და წესრიგის დაცვის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში, გაზრდილი შემადგენლობით განახორციელებენ პატრულირებას. მათ გავლილი აქვთ
გადამზადების შესაბამის კურსები, აღჭურვილები არიან ყველა საჭირო ეკიპირებით და მზად არიან დამსვენებლებს საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი დახმარება გაუწიონ.
ამასთან, გუდაურსა და ბაკურიანში, გაზრდილი მობილობის პარალელურად, მართლწესრიგის დაცვისა და ავტომობილების შეუფერხებლად გადაადგილების უზრუნველსაყოფად, პატრულირება საპატრულო პოლიციის დამატებითი ეკიპაჟებით
განხორციელდება.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, სამთო-სათხილამურო კურორტებზე დამსვენებლების უსაფრთხოებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფები, მათ შორის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, კრიმინალური პოლიციისა და დაცვის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლები იზრუნებენ.
