უდიდესი სიყვარულით ვულოცავ ილია მეორეს აღსაყდრებიდან 48 წლისთავს - კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს აღსაყდრებიდან 48 წლისთავს ულოცავს.

როგორც კალაძე სოციალურ ქსელში წერს, დიდია ილია მეორის ღვაწლი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის აღორძინებასა და ერში რწმენის განმტკიცებაში.

„უდიდესი პატივისცემით და სიყვარულით ვულოცავ ჩვენი ერის სულიერ წინამძღვარს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს აღსაყდრებიდან 48 წლისთავს!

დიდია მისი ღვაწლი ჩვენი სახელმწიფოს განვითარებაში, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის აღორძინებასა და ერში რწმენის განმტკიცებაში.

ვუსურვებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას!“, – წერს კახა კალაძე.