ვინ გახდება ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე - დღეს არჩევნების მეორე ტური იმართება
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 84
ადვოკატთა ასოციაცია დღეს ახალ თავმჯდომარეს ირჩევს. მეორე ტურში გამარჯვებულის ვინაობა დღის ბოლოს გახდება ცნობილი. კანდიდატები ირაკლი ჩომახაშვილი და ირაკლი ყანდაშვილი არიან. დღეს გაირკვევა, ვინ შეცვლის მოქმედ თავმჯდომარეს დავით ასათიანს მომდევნო 4 წლით.
აღსანიშნავია, რომ პირველ ტურში ირაკლი ჩომახაშვილი ირაკლი ყანდაშილს რამდენიმე ხმით ჩამორჩა. დღევანდელ ტურში უკვე ერთი ხმაც გადამწყვეტი შეიძლება, აღმოჩნდეს.
ირაკლი ჩომახაშვილი იმ საკითხებზე საუბრობს, რომელიც მისი არჩევის შემთხვევაში იქნება პრიორიტეტული.
დღეს იმართება ადვოკატთა ასოციაციის თავმდჯომარის არჩევნების მეორე ტური. პირველ ტურში მე და ჩემმა კონკურენტმა დავაგროვეთ თიტქმის თანაბარი ხმები, ხოლო მესამე კანდიდატმა დააგროვა იმდენი ხმა, რომ საკმარისი იყო მეორე ტურის ჩასატარებლად. როგორც იცით, მუხრნა ღურწკაიამ გამოგვიცხადა სრული მხარდაჭერა და შესაბამისად, მოლოდინებია მაღალი, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ რამე არის გაანტირებული. ყველა ადვოკატი უნდა მოვიდეს და საკუთარი პოზიცია დაადასტუროს.
"ჩვენი პრიორიტეტია განგრძობადი იურიდიული განათლება. ყველა ადვოკატს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ მიიღოს ადვოკატთა ასოციაციისგან ბენეფიტები. ეს არის პრინციპული არჩევანი: ერთ მხარეს დგას 16 წლიანი მმართველობა ადვოკატთა ასოციაციაში, მეორე მხარეს დგას ცვლილებები," - ამბობს ირაკლი ჩომახაშვილი.
პოზიტიური მოლოდინები აქვს კიდევ ირაკლი ყანდაშვილსაც. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადვოკატი საკუთარ არჩევანში დამოუკიდებელია.
"ჩემმა გუნდმა მოიგო წინა არჩევნები სრული უმრავლესობით. მათ შორის მე ვიაყვი არჩეული პირველ ტურში, თუმცა მე არ ვანსხვავებ მოგებულს და წაგებულს - ჩვენ ერთი დიდი ოჯახის შვილები ვართ. ყველა ადვოკატის ერთადერთი მიზანია და ამაში თანხვედრილი ვართ, თუმცა შეიძლება, მისასვლელ გზებში იყოს პრობლემა, მაგრამ მიზანი ერთია: ეს არის პროფესია, პროფესია და პროფესიის ხვალინდელი დღე. პირველმა ტურმა დაამტკიცა ერთი ძალზედ მნიშვნელოვანი, რომ თითოეული ადვოკატი ფიქრობს ხვალინდელ დღეზე, მათ შორის, ის აქტივობა, რომელიც პირველ ტურში დაფიქსირდა, რომელიც გაცილებით დიდი იყო, ვიდრე წინა არჩევნებზე. ყველა არჩევანში არის დამოუკიდებელი, მათ შორის 302 ხმის მიმღები კანდიდატიც და თითოეული არის თანასწორი და პატივი ვცეთ ერთმანეთის აზრის გამოხატვას და არჩევანის თავისუფლებას, ესაა ჩემი გზავნილი მათ შორის კანდიდატისთვის," - ამბობს ყანდაშვილი.
TV პირველი
