სენაკში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა

 სენაკში, მშვიდობის ქუჩაზე ქვეითს ავტომობილი დაეჯახა- ამის შესახებ  ინფორმაციას "გურია ნიუსი" ავრცელებს. 

 44 წლის კაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. 

 მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 267-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.