ჩხოროწყუში ხანძარს დედა-შვილი ემსხვერპლა
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 51
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, სოფელ ხაბუმეში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს დედა-შვილი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულები არიან 60 წლამდე ქალი და მისი ხანდაზმული დედა.
ამ დროისთვის ცეცხლის გამომწვევი მიზეზი უცნობია. შსს-ს ინფორმაციით, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს
